ქარ | ENG

ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკა

aml logo
  • "სოფტგენი" წარმოადგენს მსოფლიოს 2 უმსხვილესი მომწოდებლის - Accuity და Dowjones-ის სიების (Terrorists, Sanctions & PEP …) დისტრიბუტორს და კლიენტებს სთავაზობს ყველაზე მისაღებ საფასო პირობებში AML პოლიტიკის იპმლემენტაციას სხვადასხვა არქიტექტურული მოდელით

  • AML პოლიტიკის იმპლემენტაცია გულისხმობს სათანადო ინსტრუმენტებით აღჭურვილი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა-რეალიზაციას, აგრეთვე შიდა ბიზნეს-საოპერაციო წესებისა და პროცედურების, კონტროლისა და სხვა კომპონენტების მოდერნიზაციას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით;

  • დამკვეთის ბიზნეს-პროცესების გეფ-ანალიზის საფუძველზე, მეთოდოლოგიური დახმარება შესატყვისი AML პოლიტიკის შემუშავების მიზნით;

  • შემდგომი თანამდევი რეპორტინგი და სტატისტიკა, როგორც შიდა აუდიტისათვის, ასევე სააღრიცხვო ფორმების გენერირებისათვის (ყოველთვიური ანგარიშგება, ოფფსაიტ მატრიცა და ა.შ.).

  • "სოფტგენის" ინფრასტრუქტურაში არსებული ყოველდღიურად განახლებადი Global Watch Lists (Terrorists, Sanctions & PEP …) სიების მიმართ შესამოწმებელ პირთა ავტომატური სკრინინგის პროცედურის განხორციელებისათვის, ვებ-სერვისის მომზადება და დამკვეთისათვის მიწოდება მის პროგრამულ უზრუნველყოფაში შემდგომი ინტეგრაციისათვის;

  • Global Watch Lists (Terrorists, Sanctions & PEP …) სიების დამკვეთის მონაცემთა ბაზაში ინტეგრაცია (დამვეთის მიერ სიების შეძენის შემთხვევაში) და ავტომატური განახლებების უზრუნველყოფა დადგენილი ინტერვალის მიხედვით.