ქარ | ENG Softgen Group

PAWN EXPERT

პროგრამა Pawn Expert წარმოადგენს ლომბარდის მართვის ავტომატიზირებულ სისტემას, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს სრულად აკონტროლოს ლომბარდში არსებული, როგორც ფინანსური სახსრები, ასევე უზრუნველყოფის ნივთები. პროგრამა არის მარტივად აღქმადი, აქვს მრავალი ფუნქცია და ასევე აქვს კონფიგურაციის საშუალება, იმისთვის რომ სრულად დააკმაყოფილოს თქვენი ლომბარდის ბიზნეს ფუნქციონალური მოთხოვნები. პროგრამაში რეალიზებულია აუცილებელი ავტომატური საბუღალტრო გატარებები და შესაბამისი საბუღალტრო ანგარიშგება, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ლომბარდის ბუღალტრული აღრიცხვის მოთხოვნებს.


ძირითადი მახასიათებლები

  • მრავალ მომხმარებლიანი გარემოს მხარდაჭერა;
  • მონაცემთა ერთიან, ცენტრალიზებულ ბაზაში უსაფრთხო შენახვა და სწრაფი წვდომა მომხმარებელი კომპიუტერების რაოდენობის მიუხედავად;
  • სასიამოვნო და მარტივად აღქმადი ვიზუალური მხარე;
  • მრავალენოვანი ინტერფეისი;
  • მძლავრი მონაცემთა ბაზის მხარდაჭერა - PostgreSQL;
  • მრავალი ფილიალის მხარდაჭერა;
  • უსაფრთხოებისთვის, მონაცემთა სარეზერვო ასლის ავტომატური შექმნა და შენახვა;
  • სხვადასხვა პრინტერებზე ბეჭდვის საშუალება;
  • მსესხებლის და სესხის მარტივად და სწრაფად ძებნის საშუალება;
  • პროგრამის უმარტივესი ჩაწერა და დაკონფიგურირება ლომბარდის საქმიანობის სპეციფიკის შესაბამისად;
  • უფასო სადემონსტრაციო ვერსია;
  • ლომბარდის მოთხოვნების შესაბამისად, ფუნქციონალის გადაკეთების საშუალება;

კონკრეტული მახასიათებლები

  • ახალი სესხის რეგისტრაცია ერთ წუთზე ნაკლებ დროში;
  • დარეგისტრირებული მსესხებლების მონაცემებით ფორმის ავტომატური შევსება;
  • საბეჭდი ფორმების (ხელშეკრულებები, შემოსავალ-გასავლის ორდერები და სხვ) ნებისმიერი დიზაინით და ველებით დაკომპლექტება;
  • შეზღუდვის დაწესება ნივთის საბაზრო შეფასებასა და სესხის ოდენობას შორის;
  • ნებისმიერი ტიპის ფაილის (სურათი, ტექსტი და ა.შ.) მიმაგრება კონკრეტულ მსესხებელზე, სესხზე თუ უზრუნველყოფაზე;
  • პროცენტის დარიცხვის სხვადასხვა მექანიზმები;
  • სესხის ფინანსური ოპერაციების (სრული დაფარვა, ძირის გაზრდა/შემცირება, გადასახდელის დაფარვა) შესრულება 10 წამზე ნაკლებ დროში;
  • დაგირავებული ნივთების ადგილმდებარეობის განსაზღვრა, ავტომატური გადატანა;
  • სესხების სხვადასხვა სტატუსების ავტომატურად მინიჭება - დაფარული, დახურული, ვაგადაგაცილებული, ნორმალური;
  • სრული საბუღალტრო მოდული – ავტომატური ბუღალტრული გატარებები, საბუღალტრო ანგარიშგება;
  • რეპორტების მოქნილი სისტემა – ნებისმიერი ტიპის და სტრუქტურის რეპორტის შექმნა;
  • მოკლე ტექსტური შეტყობინებების მასიურად და ინდივიდუალურად გაგზავნა, თქვენთვის საჭირო ნებისმიერი სახის ინფორმაციით (გადახდის შეხსენება, ნივთის რეალიზაცია და სხვა);
  • მიმდინარე მდგომარეობის კონტროლი (გადასახდელი სესხები, ვადაგადაცილებული სესხები);
  • პროგრამის მომხმარებლებზე უფლებების განსაზღვრა;
  • სესხის რეგისტრაცია სხვადასხვა დაფარვის გრაფიკით;
  • სესხის რეგისტრაცია ყოველდღიურ ან ფიქსირებულ პერიოდზე პროცენტის დარიცხვით;
  • სხვადასხვა ტიპის (ტექნიკა, ძვირფასეულობა, ავტომობილი, იპოთეკა) უზრუნველყოფილი სესხის რეგისტრაცია;
  • უზრუნველყოფის ტიპების და პარამეტრების გაწერა;
  • სესხების ავტომატური დაფარვა;
  • საბალანსო და კომერციული კურსების შეყვანის საშუალება;
  • მსესხებლებთან ნივთის რეალიზაციაზე შეტყობინების გაგზავნის ფუნქციონალი;
  • სესხზე კომენტარის დამატების ფუნქციონალი;
  • ნაღდი/უნაღდო კონვერტაციის მოდული;
  • პრობლემური სესხების ადმინისტრირება.